რა დღის წესრიგით ცხოვრობს დღეს საქართველოს საზოგადოება და პოლიტიკური კლასი? პოლიტიკური ოპოზიციის ერთ ნაწილს წინააღმდეგობრივი თავისებურება ახასიათებს: სურთ, ფონს გავიდნენ სააკაშვილის ელექტორატით, ოღონდ სააკაშვილის გარეშე – მიაჩნია გადაცემის სტუმარს, ზაზა ბიბილაშვილს. რაქც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის ინარჩუნებს მართვის სადავეებს მომადლიერებულ მხარდამჭერებზე დაყრდნობით, აგრეთვე შსს და სუსის დახმარებით, რომელთა ხელმძღვანელები პასუხისმგებლობას უწინარესად ბიძინა ივანიშვილის წინაშე გრძნობენ. არჩევნების გაყალებებისა და საარჩევნო ძალადობის პრობლემები კი ამ ეტაპზე ჩრდილშია მოქცეული, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს და მანამდელი პოლიტიკით გამოწვეული მძიმე სტრესისგან საზოგადოების ნაწილმა ცოტა სული მოითქვა.
ზაზა ბიბილაშვილი სტუმრად საზოგადოებრივი რადიოს ეთერში, გადაცემაში "ღია სტუდია", 23 ნოემბერი 2021
რუსეთის პროპაგანდა საქართველოში და ბრიტანული სანქციები პროპაგანდისტულ მედიებს - გიორგი ხარებავა "ტვ ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "კომენტარი", 24 თებერვალი 2026
კორუფცია და მმართველობა - რის მიღწევას (არ) ცდილობს 'ოცნება'? - ზაზა ბიბილაშილი "ბი ემ ჯის" ეთერში, გადაცემაში "ანალიტიკა", 18 თებერვალი 2026
იზოლაციონიზმი და სახელმწიფოს ნგრევა - ზაზა ბიბილაშვილი "ტვ ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "კომენტარი", 13 თებერვალი 2026